„ბავშვებმა ლექსებით გაალამაზეს გაკვეთილი“- ქვედა ჭალოვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
08-11-2021
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჭალოვანის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს. 

დამრიგებელმა თავის პატარა მოსწავლეებს ეს დღე დაუვიწყარად უქცია. მათი კლასი იისფერი ბუშტებით იყო მორთული, დაფაზე ია ეხატა. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები პედაგოგს დიდი ინტერესით უსმენდნენ. 

„დედაენა სიბრძნის წიგნი“ - სკოლაში ანბანის შემობრძანების დღე აღინიშნა. მიუხედევად დღევანდელი მდგომარეობისა, პატარები დიდი მოლოდინითა და ინტერესით ელოდებოდნენ ამ დღეს. ბავშვებმა ლექსებითა და ლამაზი ფრაზებით გაალამაზეს გაკვეთილი“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203