რცხმელურის საჯარო სკოლის მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის პროგრამა დაუფინანსდებათ
08-11-2021
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგრანტო სერტიფიკატი გადაეცა.

აღნიშნული გრანტით, 2021 -2022 სასწავლო წლის განმავლობაში, სკოლის X​-XII​ კლასის მოსწავლეებს და მათ დამრიგებლებს სრულად დაუფინასდებათ პროფესიული ორიენტაციის პროგრამა. 

რცხმელურის საჯარო სკოლას მიენიჭა CIU- კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგრანტო სერტიფიკატი, რაც ნიშნავს რომ სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს პროექტში მონაწილეობას სრულად დაუფინანსებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი. პროგრამა მოიცავს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების ( X-XII კლ.) და მათი დამრიგებლების გადამზადებას პროფორიენტაციის საკითხებში. პროექტი მოიცავს, როგორც ფიზიკურ (რეგიონალურ), ასევე, ონლაინ ტრენინგებს“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ საგრანტო სერტიფიკატი ბმულზე
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203