დაბა ლაითურის საჯარო სკოლის 5 მოსწავლე ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებული მონაწილეობისათვის დაჯილდოვდა
08-11-2021
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლის 5 მოსწავლე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებული მონაწილეობისათვის ოქროს სიგელებით დაჯილდოვდა.

ჩემპიონატის პირველ ეტაპზე სკოლიდან 33 მოსწავლე მონაწილეობდა.

მათგან 5 მეორე ეტაპზე გადავიდა და ოქროს სიგელი დაიმსახურა.

ოქროს სიგელები გადაეცათ ნინი თავართქილაძეს, მიშუ ხაბალაშვილს, მარი გორგაძეს, ლიზი მეფარიშვილს და მაგდა მჟავანაძეს.

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „ოზურგეთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა ოზურგეთელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203