
სამტრედიის N7 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.
ქართული ენის მასწავლებელმა, ეკა ლორიამ მოსწავლეებს საინტერესო და სახალისო აქტივობები და მრავალფეროვანი სასწავლო რესურსი შესთავაზა.
მოსწავლეები სასწავლო პროცესში ინტერესით ჩაერთნენ, იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
სკოლის დირექცია მოსწავლეებს კიდევ ერთხელ ულოცავს საანბანო პერიოდის დაწყებას.
„ჩვენი პირველი კლასი პირველად ანბანეთში! წარმატებები, ჩვენო პატარებო“,- ნათქვამია მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები: