გუდაურის საჯარო სკოლაში „შემოდგომის ფესტივალი“ გაიმართა
08-11-2021

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლაში „შემოდგომის ფესტივალი“ ჩატარდა. 

ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები. 

მოსწავლეებმა დიდი მონდომებითა და ინტერესით გააფორმეს ოთახი. მათ თავიანთი ხელით შეგროვებული ხილი და კენკრა გამოფინეს. ასევე მოაწყვეს ნახატების გამოფენა. ბავშვებისთვის ყველაზე სახალისო აქტივობა ჩურჩხელების ამოვლება იყო. 

დასასრულს მოსწავლეებმა შემოდგომისადმი მიძღვნილი ლექსები მხატვრულად წაიკითხეს.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203