ვაკიჯვრის საჯარო სკოლის მოსწავლე ანა გოგაბერაშვილს „ეტალონის“ ოქროს სიგელი გადაეცა
08-11-2021
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს.
კონკურსის პირველ ეტაპზე სკოლის რვა მოსწავლე მონაწილეობდა, მათგან ერთი - ანა გოგაბერაშვილი მეორე ეტაპზე გადავიდა და ოქროს სიგელი დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „ოზურგეთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა ოზურგეთელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს