ვანთის საჯარო სკოლაში პირველკლასელთა მონაწილეობით საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა
08-11-2021
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლაში პირველკლასელთა მონაწილეობით საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა. 

აღნიშნული აქტივობის მიმდინარეობისას მოსწავლეებმა შემოდგომის შესახებ ისაუბრეს, წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები. 

კლასში თვალსაჩინო ადგილს შემოდგომის ნობათიც იყო დალაგებული. 

მოსწავლეები შემოდგომისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც ყველა შესაბამისი რეკომენდაციის სრული დაცვით ჩატარდა, დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203