მელოდიაზე აცეკვებული ქაღალდები - ნენიის საჯარო სკოლის შთამბეჭდავი მუსიკის გაკვეთილი
08-11-2021
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნენიის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
პედაგოგები აღსაზრდელებს სხვადასხვა სახალისო აქტიოვებებით დატვირთულ გაკვეთილებს სთავაზობენ, რათა მოსწავლეების სწავლისადმი მოტივაცია კიდევ უფრო გაიზარდოს.
ამჯერად, I-III კლასკომპლექტში მოსწავლეებს მუსიკის გაკვეთილი განსხვავებულად ჩაუტარდათ; გაკვეთილი სწავლა კეთების მეთოდით ჩატარდა, მოსწავლეთა მიერ „მელოდიაზე აცეკვებული ქაღალდები“ მართლაც რომ შთამბეჭდავი სანახავი და მოსასმენი იყო.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში დიდი ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.