მიქავას თემის N2 საჯარო სკოლაში ტერენტი გრანელის შემოქმედებითი საღამო გაიმართა
08-11-2021
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიქავას თემის N2 საჯარო სკოლაში ტერენტი გრანელის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს. 

პოეტის შესახებ ჩატარებულ საღამოს - „მე  მაღელვებს  საქართველოს  ბედი“ ერქვა. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს ტერენტი გრანელის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. ასევე, წაიკითხეს მისი ლექსები და განიხილეს ეპოქა, რომელშიც ის ცხოვრობდა. 

„სკოლაში ჩატარდა საღამო თემაზე - „მე  მაღელვებს  საქართველოს  ბედი“, რომელიც ცნობილ ქართველ პოეტის - ტერენტი გრანელის ცხოვრებასა და შემოქმედებას მიეძღვნა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203