
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სამგორის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს.
მასწავლებელმა, ხათუნა აფციაურმა მოსწავლეებს მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები და სხვადასხვა სასწავლო რესურსი შესთავაზა.
მოსწავლეები სასწავლო პროცესში ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ, იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
„ჩვენს პირველკლასელებს განსაკუთრებულად ლამაზი და საოცარი დღე ჰქონდათ. მშობლიური ენის მასწავლებელმა, ხათუნა აფციაურმა მათ ქართული ანბანის კარი გაუღო და იის იისფერ სამყაროში ამოგზაურა. ბავშვების სიხარულსა და ბედნიერებაზე მათივე ანთებული თვალები მეტყველებდნენ. მადლობა ხათუნა მასწავლებელს მათთვის მხიარული და საინტერესო დღესასწაულის მოწყობისთვის!“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეოები: