ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის პირველკლასელებს ანბანის სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით საზეიმო გაკვეთილი ჩაუტარდათ
08-11-2021
ეგნატე ფიფიას სახელობის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის შესწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს. პედაგოგმა, ლორიტა ჭაავამ პატარა მოსწავლეებს თემატურად გალამაზებული საკლასო ოთახი დაახვედრა, რაც ბავშვებისთვის ძალიან სასიხარულო აღმოჩნდა.

სკოლა დირექტორ როენა ფიფიას ხელმძღვანელობით პირველკლასელებს და მათ მასწავლებელს, ლორიტა ჭაავას ცოდნის ძიების რთულ გზაზე წარმატებებს უსურვებს.

„უღრმესი მადლობა ჩვენს ყველაზე მაგარ და საყვარელ მასწავლებელს, ლორიტა ჭაავას ამ ლამაზი დღისთვის და ჩვენი შვილების გახარებისთვის," -  წერს მადლიერი მშობელი სოციალურ ქსელში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203