წყალტუბოს N1 სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე და პედაგოგები საინტერესო ტრენინგს დაესწრნენ
08-11-2021

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე და სკოლის პედაგოგები - თამილა თუთბერიძე, ინგა არაბიძე და თეა ჭუმბურიძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვთა უფლებათა დაცვის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგზე იმყოფებოდნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ტრენინგი მეტად საინტერესოდ და შთამბეჭდავად წარიმართა. 

„შეხვედრა დაუვიწყარი იყო იმდენად, რამდენადაც დამსწრე საზოგადოებას ბავშვთა უფლებათა დაცვის კუთხით საინტერესო საუბარი ჩაატარა გაეროს ბავშვთა უფლებათა დაცვის წარმომადგენელმა საქართველოში ბატონმა ღასან ხალილმა, მან დეტალურად ისაუბრა ბავშვთა უფლებათა კოდექსის შესახებ და მადლობა გადაუხადა ცენტრის თანამშრომლებს გულისხმიერი მუშაობისა და საქმიანი შეხვედრის ორგანიზებისათვის, დამსწრე საზოგადოებას საკითხით დაინტერესებისათვის“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203