სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“ ჩაატარეს.
ღონისძიების ფარგლებში ბევრი საინტერესო აქტივობა მოეწყო. ბავშვებმა ამოავლეს ჩურჩხელები, შექმნეს საინტერესო ხელნაკეთი ნივთები და შემოდგომის სეზონს ლამაზი აქტივობები მიუძღვნეს.
მოსწავლეებისთვის ეს დღე დასამახსოვრებელი აღმოჩნდა და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.