აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის მოსწავლის, ნანა თოდუას წარმატება ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“
08-11-2021
აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ, ნანა თოდუამ საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზა. მოსწავლემ II ეტაპის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგში მეოთხე ადგილი დაიკავა.
სკოლა ნანა თოდუას ულოცავს ამ წარმატებას და მისალოც წერილს ავრცელებს.
„2021 წლის 3 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ აფხაზეთის ა/რ დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2021 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. ჩვენი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ, ნანა თოდუამ 70 ქულა მოიპოვა, რომელსაც 03.30 წუთი მოანდომა. ამით მან მეოთხე ადგილი დაიკავა. წარმატებები ნანას“, - წერია სკოლის მისალოც წერილში.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს