აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის პედაგოგ ლარისა ჯაპავას უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
08-11-2021
აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის პედაგოგები კარიერული წინსვლისა და განვითარებისთვის მუდამ თავდაუზოგავად შრომობენ.

სკოლის პედაგოგმა, ლარისა ჯაპავამ უფროსი მასწავლებლის სტატუსი დიდი წარმატებით მოიპოვა, რაც მისი კოლეგებისთვის სასიხარულო ფაქტი აღმოჩნდა.

„სკოლის დირექცია უფროსი მასწავლებლის სტატუსს ვულოცავთ ჩვენს კოლეგას, ლარისა ჯაპავას. ეს ის მასწავლებელია, რომლის მოწოდება მასწავლებლობაა; ეს ის მასწავლებელია, რომელიც ყოველ ორშაბათს მდინარე ენგურის ხიდზე გადმოდის და მოიჩქარის მოსწავლეების ცოდნის გადასაცემად; ეს ის მასწავლებელია, რომელიც მოსწავლეს აძლევს ცოდნის ძალას. ეს ის მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეს ნათელ გზაზე აყენებს. წარმატებულს წარმატებები“, - წერია მისალოც წერილში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203