ხონის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
08-11-2021
ირაკლი აბაშიძის სახელობის ხონის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.
მასწავლებელმა, ლაურა ბაბლუანმა თავის პატრა მოსწავლეებს ეს დღე დაუვიწყარად უქცია. მათი კლასი იისფერი ბუშტებით იყო მორთული, მოსწავლეები დიდი მონდმებით აფერადებდნენ იებს და ყურადღებით უსმენდნენ თავიანთ მასწავლებელს.
სკოლა ულოცავს პირველკლასელებს ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას და წარმატებებს უსურვებს.
„პირველ კლასში „ანბანის შემობრძანების“ საზეიმო ღონისძიება გაიმართა. გოგებაშვილის „აი იას“ იისფერ სამყაროდ ქცეულ კლასში ბედნიერი პატარები გულმოდგინედ აფერადებდნენ იებს და სიხარულით ეგებებოდნენ ქართულ ანბანს, ყურადღებით ისმენდნენ ლაურა მასწავლებლის მიერ წარმოთქმულ თითოეულ სიტყვას! ფეხბედნიერი ყოფილიყოს მათი ნაბიჯები მშობლიური ანბანის სამყაროში! „აი იას“ სიყვარული გაჰყოლოდეთ ცხოვრების უსასრულო გზებზე“,- წერია სკოლის გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს