„მოსწავლეები ფრთოსან სტუმრებს ძალიან დიდი ინტერესით ელოდებიან“ - დმანისის N2 სკოლის მესამეკლასელებმა ჩიტის სახლი დაამზადეს
08-11-2021
დმანისის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეები და პედაგოგები ხშირად ატარებენ ისეთ აქტივობებს, რომლებიც სხვებისთვის სამაგალითო იქნება.
მე-3 კლასის მოსწავლეებმა, კლასის ხელმძღვანელ ქეთინო ნამორაძესთან ერთად სასიკეთო აქტივობა ჩაატარეს; პატარა მოსწავლეებმა მუყაოს ყუთისგან ფრინველების საცხოვრებელად და გამოსაკვებად სახლი საკუთარი ხელით დაამზადეს.
„სიკეთე გადამდებია! ყოველ დილას ერთი პატარა ლამაზი ჩიტი მოფრინდებოდა ხოლმე დმანისის N2 საჯარო სკოლის მე-3 კლასის ფანჯარასთან, რაც პატარა მოსწავლეებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. მათ კლასის დამრიგებელთან, ქეთინო ნამორაძესთან ერთად გაუჩნდათ იდეა გამოეკვებათ ზამთრის სუსხიან დღეებში პატარა ჩიტუნიები. ამ იდეას მათ ხორციც შეასხეს. ახლა კი ყოველ დილას პატარა მოსწავლეები თავიანთ ფრთოსან სტუმრებს ძალიან დიდი ინტერესით ელოდებიან“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს