​ქსოვრისის საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგმა, ლალი ჯარმელიშვილმა, V კლასის მოსწავლეებთან ერთად, საინტერესო პროექტი განახორციელა
08-11-2021
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის თანამედროვე და საინტერესო სასწავლო გარემოა შექმნილი, რათა ბავშვების სწავლისადმი მოტივაცია კიდევ უფრო გაიზარდოს.

მათემატიკის საგანში პედაგოგმა, ლალი ჯარმელიშვილმა მოსწავლეებისთვის საინტერესო პროექტი - „ანომეტრი“ განახორციელა.

მოსწავლეები პროექტში დიდი ინტერესით ჩაერთნენ და სხვადასხვა საჭირო უნარ-ჩვევები განივითარეს.

„ქსოვრისის საჯარო სკოლა ცდილობს ფეხი აუწყოს სკოლაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის გამოწვევებს. ამ მიზნით სკოლაში მათემატიკის მასწავლებელმა, ლალი ჯარმელიშვილმა V კლასის მოსწავლეებთან ერთად განახორციელა პროექტი - „ანემომეტრი“. პროექტის მიზანი იყო ქარის სიჩქარის გამზომი ხელსაწყოს, ჭიქის ანემომეტრის დამზადება. მოსწავლეები პროექტის მიმდინარეობისას  აქტიურად იყვნენ ჩართულნი. ისწავლეს ინფორმაციის მოძიება, განივითარეს სამუშაოს პრაქტიკულად განხორციელების უნარ-ჩვევები, გაიაზრეს ხელსაწყოს მუშაობის პრინციპი და რაც მთავარია ისწავლეს მათემატიკურ სიდიდეებს შორის დამოკიდებულება“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203