დისტანციურ სწავლებაზე 172 სკოლა, 408 კლასი და 9 278 მოსწავლე იმყოფება - განათლების სამინისტრო ერთი კვირის სტატისტიკას აქვეყნებს
06-11-2021
გასული კვირის მონაცემებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში Covid-19-ის ვირუსის გავრცელების გამო დისტანციურ სწავლებაზე 172 სკოლა და 408 ცალკეული კლასია გადასული.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად შემცირდა დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლებისა და ცალკეული კლასების რიცხვი.

სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება რისკის ჯგუფის 196
მასწავლებელი.

ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი  მასწავლებლების 1%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.4%-ს დაუდასტურდა.
ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 70%.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში Covid-19-ის ვირუსის პრევენციის მიზნით აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. ასევე აქტიურად მიმდინარეობს, Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება. სკოლები სრულად არიან აღჭურვილი პანდემიის პრევენციისათვის სასწავლო წლის ბოლომდე საჭირო რესურსების მარაგით.

თავის მხრივ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები მაქსიმალურად უზრუნველყოფენ ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების დაცვასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას. ამ პროცესს მონიტორინგს საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სამინისტროს წარმომადგენლები უწევენ“, - აღნიშნულია უწყების მიერ გამოგზავნილ ინფორმაციაში.

იხილეთ: განახლებული სტატისტიკა - 9 278 მოსწავლე დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203