გარდაიცვალა ტყიბულის N1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი ხათუნა ქურციკიძე.სკოლის კოლექტივი, პედაგოგ ხათუნა ქურციკიძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
პედაგოგი ხათუნა ქურციკიძე დაუღალავად ზრუნავდა მომავალი თაობის სწავლა-განათლებაზე. მისი გარდაცვალება არამხოლოდ ოჯახისთვის არამედ მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის დიდი დანაკლისია.
etaloni.ge მწუხარებას გამოთქვამს ხათუნა ქურციკიძის გარდაცვალების გამო და ოჯახსა და სკოლას სამძიმარს უცხადებს.