29 ოქტომბერს, მარნეულის N1 საჯარო სკოლაში „შემოდგომის ფესტივალი“ ჩატარდა. ფესტივალი სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების მონაწილეობით ღია სივრცეში გაიმართა.
სასკოლო ღონისძიების მიზანი მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების განვითარება, საშემოდგომო ტრადიციებისა და საქმიანობების გაცნობა, საპრეზენტაციო უნარების განვითარება, ლექსიკური მარაგის გაუმჯობესება, წარმოსახვისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება და მშობელთა სასკოლო ცხოვრებაში ჩართვა იყო.
საშემოდგომო ღონისძიება შინაარსობრივად და ვიზუალურად მრავალფეროვანად და საინტერესოდ წარიმართა. საღამოს ორგანიზებაშიც აქტიურად იყვნენ ჩართული როგორც მოსწავლეები, ასევე მშობლები, რაც კიდევ უფრო მეტად ამაღლებდა მოტივაციას და ერთიანობის განცდას ქმნიდა.
იხილეთ ფოტოები: