კაკაბეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
05-11-2021
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო ცხოვრებაში ანბანის შემობრძანება იზეიმეს და სადღესასწაულო განწყობაც შექმნეს.
2021-2022 სასწავლო წელი კაკაბეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმაც 4 ოქტომბერს, დასწრებულად სკოლის კედლებში დაიწყეს, სადაც დამრიგებელი ლუიზა შარიქაძე მოუთმენლად ელოდებოდათ.
პატარებმა სიხარულით სავსე თვალებითა და მომღიმარი სახეებით შეაბიჯეს მოწესრიგებულ საკლასო ოთახებში, სადაც ახალი წიგნები, სითბო, სიყვარული და სიურპრიზები ელოდათ.