ეცერის საჯარო სკოლას 5 ნოემბერს დადიანების შთამომავალი მიურატების ოჯახი სტუმრობდა. ისტორიული წარსულის მქონე ოჯახმა სკოლა დიდი ინტერესით დაათვალიერა და მის საჭიროებებსაც ახლოს გაეცნო.
მიურატების ოჯახის შეხვედრა ეცერის სკოლის დირექტორთან, მასწავლებლებთან და პერსონალთან ძალიან საიტერესო, ძალიან ემოციური და სასიამოვნო გამოდგა.
„მადლობა მათ ასეთი სითბოსთვის, დაინტერესებისთვის, მიწვევისთვის და თანადგომის სურვილისთვის", - ასე გამოეხმაურა ეცერის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია საპატიო სტუმრების ვიზიტს.