ლიხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ნატო-საქართველოს პარტნიორობის შესახებ საინტერესო ონლაინ შეხვედრა გაიმართა
05-11-2021
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან საინტერესო ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

ონლაინ შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით განხორციელდა. აღნიშნულ შეხვედრაზე კომპეტენტურ ადამიანებთან საუბარი ნატო-საქართველოს შორის პარტნიორობას და სამომავლო პერსპექტივებს, თანამშრომლობის არსებულ მექანიზმებს, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებს შეეხო.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის - „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203