სამების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გასართობი პარკის მაკეტი შექმნეს
05-11-2021
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში მე-5 კლასის მოსწავლეების ჩართულობით საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ბავშვები პროექტში დიდი ინტერესით ჩაერთნენ. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების პედაგოგი ლელა რატიანი გახლავთ.

„სკოლაში პროექტი - STEAM განხორციელდა. V კლასის მოსწავლეებმა სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით შექმნეს გასართობი პარკის მაკეტი. შემდეგ კი იმსჯელეს მათ მიერ გამოყენებული სივრცული ფიგურების საერთო და განმასხვავებელ ნიშან - თვისებებზე. დაასახელეს თითოეული გამოყენებული ფიგურა. მოსწავლეები ხალისით და ინტერესით ჩაერთვნენ“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203