ლიის თემის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა ღია გაკვეთილით დაიწყეს
05-11-2021
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლის პირველკლასში „ანბანის შემობრძანება“ განსაკუთრებული გაკვეთილით იზეიმეს.

მასწავლებლის, ნანი მებონიას ხელმძღვანელობით პირველკლასელებს საზეიმო ღია გაკვეთილი ჩაუტარდათ.

პატარა მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში დიდი ინტერესითა და ხალისით ჩაერთვნენ.

მოსწავლეებს პედაგოგმა თემატურად გალამაზებული საკლასო ოთახი დაახვედრა და აღსაზრდელებთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.

პირველკლასელებისთვის ეს დღე ნამდვილად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203