ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ
05-11-2021
გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს კუთვნილი ოქროს მედლები გადაეცათ.

მედლებით დაჯილდოვდნენ შემდეგი მოსწავლეები:

  1. მარიამ შენგელაია;
  2. ალექსანდრე საჯაია;
  3. თამუნა კაკაჩია;
  4. მარიამ მესხია;
  5. გიორგი მესხია;
  6. საბა ქებურია.
სკოლის დირექტორი ეკატერინე ლუკავა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მისალოც წერილს ავრცელებს:

„გილოცავთ „ბავშვებო“. ეს ჯილდოები მტკიცებულებაა თქვენი მადლიერებისა და ნიჭიერებისა. წარმატებები არ მოგშლოდეთ გზად და ხიდად“, - წერს ეკატერინე ლუკავა.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203