მანავის საჯარო სკოლის X​-XII​ კლასის მოსწავლეებს უნივერსიტეტი პროფესიული ორიენტაციის პროგრამას დაუფინანსებს 
05-11-2021

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგრანტო სერტიფიკატი გადაეცა.

აღნიშნული გრანტით, 2021 -2022 სასწავლო წლის განმავლობაში, სკოლის X​-XII​ კლასის მოსწავლეებს და მათ დამრიგებლებს სრულად დაუფინასდებათ პროფესიული ორიენტაციის პროგრამა. 

„გაცნობებთ რომ ჩვენს სკოლას მიენიჭა „CIU - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგრანტო სერტიფიკატი“ რაც ნიშნავს, რომ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს (X-XII კლ.) და მათი დამრიგებლებს გადაამზადებენ პროფორიენტაციის საკითხებში. პროექტი მოიცავს როგორც ფიზიკურ (რეგიონალურ), ასევე, ონლაინ ტრენინგებს. ჩვენი სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს პროექტში მონაწილეობას სრულად დაუფინანსებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფაილი ბმულზე:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203