სამიქაოს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
05-11-2021
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოს საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა ქართული ანბანის სწავლის დაწყება განსაკუთრებულად აღნიშნეს.
მასწავლებლების დახმარებით ბავშვები ანბანს საინტერესო აქტივობებით სწავლობენ, რაც მათ დამახსოვრებასაც უადვილებთ და სწავლების პროცესშიც ხალისით ერთვებიან.
მოსწავლეებს ანბანის შესწავლის დაწყება სკოლის დირექტორმაც მიულოცა და წარმატებები უსურვა მთელი სასკოლო და შემდგომი ცხოვრების მანძილზე.