გთავაზობთ, გურჯაანის N2 სკოლის მოსწავლის, სალომე ნიჟარაძის ფოტონამუშევრებს
05-11-2021
გურჯაანის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. სკოლაში შემოდგომის დადგომისთანავავე ახალი იდეა დაიბადა, რასაც მოსწავლეები სიხარულით შეხვდნენ.
მე-12 კლასის მოსწავლემ, სალომე ნიჟარაძემ სკოლის მიერ გაჟღერებულ იდეას მხარი დაუჭირა და ლამაზი ფოტონამუშევრები წარადგინა.
„შემოდგომამ გურჯაანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალი იდეების განხორციელებისაკენ უბიძგა, რის საფუძველიც ჯანსაღი ადამიანური სურვილია, დატკბე გარემოს მშვენიერებით და შენი განცდები გაუზიარო თანატოლებს, თანამოქალაქეებს, უფროს მეგობრებს. ამ წამოწყების კვალდაკვალ გთავაზობთ გურჯაანის N2 სკოლის XII კლასის მოსწავლის სალომე ნიჟარაძის ფოტონამუშევრებს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს