ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლის X-XII კლასის მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის პროგრამა დაუფინანსდებათ
05-11-2021
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგრანტო სერტიფიკატი გადაეცა.
აღნიშნული გრანტით, 2021 -2022 სასწავლო წლის განმავლობაში, სკოლის X-XII კლასის მოსწავლეებს და მათ დამრიგებლებს სრულად დაუფინასდებათ პროფესიული ორიენტაციის პროგრამა.
„გვაქვს პატივი გაცნობოთ - ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლას მიენიჭა „CIU - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის“, საგრანტო სერტიფიკატი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს პროექტში მონაწილეობას სრულად დაუფინანსებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი. სკოლა მიწვეულია "CIU - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ საინვესტიციო პროექტში - „პროფესიული ორიენტაციის პროგრამა“. პროგრამა მოიცავს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების (X-XII კლ.) და მათი დამრიგებლების გადამზადებას პროფორიენტაციის საკითხებში. პროექტი მოიცავს როგორც ფიზიკურ (რეგიონალურ), ასევე, ონლაინ ტრენინგებს. პროექტის ადმინისტრირებას ახორციელებს „General Education Company“, რომელიც ოპერირებს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში 4 წელია. ვფიქრობთ გამორჩეულად საინტერესო მეგობრობა და თანამშრომლობა გვექნება“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს