კაზრეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები უმაღლესი სამხატვრო სასწავლებლის წარმომადგენლებს შეხვდნენ
კაზრეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სამხატვრო აკადემიის წარმომადგენლებთან პრაქტიკული სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა სკოლის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა და მასში კაზრეთის N2 საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგებიც მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე მთავარი სასაუბრო თემა ხელოვნება და კაცობრიობის განვითარებაში მისი მნიშვნელობა იყო. ბავშვებმა გამორჩეული ცოდნა გამოავლინეს და შექებაც დაიმსახურეს.
მოსწავლეები ცნობილ მხატვრებსა და მათ ნამუშევრებს კიდევ ერთხელ გაეცნენ. მოგვიანებით მოსწავლეებმა შემოქმედებით გარემოში ნახატები თავისუფალ თემაზე თავადაც შეასრულეს.
იხილეთ ფოტოები: