„ფერადი შემოდგომა“ - მიქავას თემის N2 საჯარო სკოლის ლამაზი ღონისძიება
05-11-2021
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიქავას თემის N2 საჯარო სკოლაში თემაზე - „ფერადი შემოდგომა“ ღონისძიება ჩატარდა.
მოსწავლეებმა ღონისძიების ფარგლებში მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს.
მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისით ჩაერთვნენ და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ადამიანის სულივით ლამაზ, მრავალფეროვან, სიხარულის და ბედნიერების მომნიჭებელ „ფერადი შემოდგომას“ მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს.