ბოლნისის N3 საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს, მარიამ და ანი ჭიღლაძეებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ. სკოლის ადმინისტრაცია სიყვარულით და სიამაყით ულოცავს გოგონებს და წარმატებებს უსურვებს.
ოქროსა და ვერცხლის მედლების გაცემა ხდება მესამე საფეხურის ( მე-10, მე-11, მე-12 კლასი) თითოეული საგნის წლიური ნიშნის გათვალისწინებით;
ოქროს მედალს მიიღებს ის მოსწავლე, რომლის ყველა საგნის თითოეული წლის ნიშანი მესამე საფეხურზე არის დამრგვალებული 10. ვერცხლის მედალს მიიღებს ის მოსწავლე, რომლის ყველა საგნის თითოეული წლის დამრგვალებული ნიშნების საშუალო არითმეტიკული მესამე საფეხურზე არის 9.8 დან - 10 მდე.