თბილისის N133 სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს
05-11-2021

თბილისის N133 საჯარო სკოლის Iკლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს. 

მოსწავლეებს დამრიგებელმა, ლიკა ელოშვილმა საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები და სხვადასხვა სასწავლო რესურსი შესთავაზა. 

მოსწავლეები აქტივობებში ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

სკოლაში მოსწავლეებს საანბანო პერიოდის დაწყებას კიდევ ერთხელ ულოცავენ და წარმატებულ სასწავლო წელს უსურვებენ. 

„I კლასის მოსწავლეებთან ანბანი შემობრძანდა. ბედნიერი და წარმატებული სასწავლო წელი ვუსურვით ჩვენს პატარებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203