
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალის მე-6ბ კლასში მოსწავლეთა ფოტონამუშევრების გამოფენა გაიმართა.
გამოფენა პროექტის - „ფოტოსესია-წიგნებით“ შემადგენელი ნაწილია..
„გაგიმხილოთ ერთი საიდუმლო? „ყველა წიგნი წასაკითხია და ამავე დროს, არც ერთი მათგანი – აუცილებლად წასაკითხი. ნუ იკითხავთ – რა უნდა წაიკითხოთ ამა თუ იმ ასაკში. უბრალოდ იკითხეთ ის, რაც გსურთ! წიგნი თავისუფლებაა, კითხვა კი – ბედნიერება“ ,- აი ამ საიდუმლოთი დაიწყო საუბარი ქეთი მასწავლებელმა პროგრესის მე-6ბ კლასთან.
მხატვრები ხშირად ხომ გამოსახავენ ადამიანებს წიგნებით ხელში, ჩვენმა მოსწავლეებმაც ჩაატარეს ფოტოსესია კითხვის პროცესში“,- აღნიშნულია სკოლის გავრცელებულ ინფორმაციაში.
სკოლა მოსწავლეებს პროექტს - ფოტოსესია-წიგნებით! კვლავ სთავაზობს.
„ნახეთ და გამოგვიგზავნეთ თქვენი ფოტოები, შევეჯიბროთ ერთმანეთს წიგნების კითხვაში!“,- მოუწოდებს სკოლა მოსწავლეებს.