პაპოშვილების საჯარო სკოლის მოსწავლეებს ხილისა და ბოსტნეულის სასარგებლო თვისებებზე სახალისო გაკვეთილი ჩაუტარდათ
„ჩვენ უარს ვამბობთ ტკბილზე და ვიღებთ ბევრ ხილსა და ბოსტნეულს, რომ ვიყოთ ჯანმრთელები და გონიერები", - ამ სახელწოდებით პაპოშვილების საჯარო სკოლაში პირველკლასელმა მოსწავლეებმა, დამრიგებლის დახმარებით, ხილისა და ბოსტნეულის სასარგებლო თვისებების შესახებ შემეცნებითი გაკვეთილი გამართეს. „ბავშვებმა შრომა არ დაიზარეს", - აღნიშნავს კლასის დამრიგებელი შორენა ფუტკარაძე.
გაკვეთილით ბავშვებმა უფრო კარგად გაიგეს, თუ რატომ უნდა თქვან უარი ტკბილეულზე და მათ ნაცვლად ხილი და ბოსტნეეული მიირთვან.
პატარები მიხვდნენ თუ რა მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობისთვის ხილს და ბოსტნეულს, როგორც ჯანსაღ პროდუქტს.
„ბოსტნეული და ხილი სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ზრდა-განვითარებისთვის! ჩვენი ორგანიზმის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი კომპონენტები ძირითადად ხილსა და ბოსტნეულშია, სწორედ ამიტომ ხშირად მივირთმევთ მათ“ - ამბობს დაწყებითი კლასის პედაგოგი შორენა ფუტკარაძე და ბავშვებსაც იმავეს ასწავლის.
პაპოშვილების საჯარო სკოლაში სწავლაში - განათლებს, საინტერესო, ხალისიანი და გემრიელია!
იხილეთ ფოტოები: