ბანოჯის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელთა როლები მოირგეს
05-11-2021
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
მესამე და მეოთხე კლასების მოსწავლეებისთვის საინტერესო აქტივობა ჩატარდა; ბავშვებმა სხვადასხვა პროფესიული როლები მოირგეს და შესაბამისი პრეზენტაციები ჩაატარეს. აღსანიშნავია, რომ აქტივობაში მშობლებიც იყვნენ აქტიურად ჩართულები.
„მე და საზოგადოებაში“ III-IV კლასის მოსწავლეებმა სურვილის მიხედვით აირჩიეს და მოირგეს სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელთა როლები. წარმოადგინეს თავიანთი არჩეული პროფესიის პრეზენტაციები და ისაუბრეს როგორ გამოადგებათ სწავლა მომავალში. შესაბამისი ჩაცმულობითა და იმიჯით განახორციელეს ექიმის, ფოტოგრაფის, მეხანძრის, მზარეულის, ეკონომისტისა თუ ჯარისკაცის როლები. მზარეულმა პრაქტიკულად წარმოადგინა მის მიერ მომზადებული კერძები. ასევე მოწვეული იყო მშობლები, მათ შორის მეხანძრე - მაშველი, რომელმაც მოსწავლეებს ესაუბრა თავისი პროფესიის ფუნქცია-მოვალეობების შესახებ. სკოლის დირექტორი მიესალმა მოსწავლეების, მასწავლებლისა და მშობელთა ერთობლივ ჩართულობას და წარმატებები უსურვა „პატარა საქმოსნებს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს