ლაცორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - გაბრიელ სვანიძემ და თეკლე ჩაჩხიანმა izrune.ge-ს ოქროს დიპლომები დაიმსახურეს
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაცორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მოსწავლეები შემეცნებით, მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით ასრულებენ.
ამჯერად, მეორეკლასელებმა - გაბრიელ სვანიძემ და თეკლე ჩაჩხიანმა
izrune.ge-ს ოქტომბრის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარეს და ოქროს დიპლომები დაიმსახურეს.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტოები: