ლაფანყურის საჯარო სკოლის მოსწავლის, გიორგი ჟამიაშვილის წარმატება ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“
05-11-2021
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის საჯარო სკოლის მოსწავლემ, გიორგი ჟამიაშვილმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზა. მოსწავლემ II ეტაპის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა.

სკოლა გიორგი ჟამიაშვილს ულოცავს ამ წარმატებას და მისალოც წერილს ავრცელებს:

„ლაფანყურის საჯარო სკოლა ულოცავს თელავის მუნიციპალიტეტის „ეტალონის“ დისტანციური კონკურსის II ადგილის მფლობელს, ლაფანყურის საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლეს, გიორგი ჟამიაშვილს, ამ გამარჯვებას! უსურვებს არაერთ წარმატებას სამომავლოდ და სკოლის სასახელოდ“, - წერია წერილში.

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „თელავის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა თელაველი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. 

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203