„ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“ - წყალტუბოს N1 სკოლის მე-5 კლასში ბულინგის თემაზე კლასის საათი ჩატარდა
05-11-2021

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მიმდინარე პროექტს - „ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“ მე-5 კლასი კლასის საათით გამოეხმაურა.

კლასის დამრიგებელი, სალომე ქობალია მოსწავლეებს ესაუბრა კონფლიქტის/ბულინგის ცნებაზე, მის სახეებსა და გამოვლინებებზე, შესთავზა ვიდეომასალა ბულინგისა და კონფლიქტის, მათი აღმოფხვრისა და მართვის სტრატეგიების შესახებ.

მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია და ამომწურავად ისაუბრეს ზემოთ ხსენებული თემის შესახებ. ასევე დაამზადეს პოსტერები მოწოდებებით - არა ბულინგს! არა ძალადობას! ძალა მეგობრობაშია!

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203