
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დაბადების 181 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მხატვრული კითხვის კონკურსი გაიმართა.
კონკურსში დაწყებითი საფეხურის - I-II-III კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა თავიანთი საყვარელი ლექსები და მოთხრობების ამონარიდები წაიკითხეს.
კონკურსში გამოვლინდა გამარჯვებულები:
I-ადგილი - ჭულუხაძე მარია, ტორაძე ანა, ტყაბლაძე თეკლა;
II-ადგილი - ჩაკვეტაძე გაბრიელი, შუბითიძე გიორგი;
III-ადგილი - მურუსიძე ლუკა, მღებრიშვილი მარიამი, სილაგაძე ლიზა, ჩიხლაძე ანა.
ყველა სადამრიგებლო კლასს სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ სიგელები გადასცა.
იხილეთ ფოტოები: