ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მოსწავლის, ნატალი ნატროშვილის წარმატება საერთაშორისო კონკურსში
05-11-2021
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მოსწავლე ნატალი ნატროშვილი საერთაშორისო კონკურსში წარმატებით ჩაერთო და ფინალურ ეტაპზე იასპარეზა.

სკოლის დირექცია ულოცავს მოსწავლეს წარმატებას და მისალოც წერილს ავრცელებს:

„ჩვენი სკოლის მე-4 კლასის მოსწავლე ნატალი ნატროშვილი მსოფლიოში მოსწავლე ელჩების შეჯიბრში აქტიურად ჩაერთო, სადაც რამდენიმე ტური გადალახა, გადავიდა ფინალში და ღირსეულად იასპარეზა. სკოლა მიესალმება ასეთ წარმატებებს, რომლებიც ყველა მოსწავლისთვის მოტივატორი იქნება“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203