წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მუჟავას თემის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები მოსწავლეებს ხშირად სთავაზობენ სხვადასხვა ღონისძიებებსა და აქტივობებს.
სკოლაში ამჯერად მოსწავლეებისთვის „შემოდგომის ზეიმი“, მოეწყო, სადაც ბავშვებმა დიდი მონდომებითა და ხალისით მიიღეს მონაწილეობა.
მოსწავლეებმა პედაგოგთან ერთად შემოდგომის ნობათით გალამაზებული კუთხე მოაწყეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
აღსანიშნავია, რომ აქტივობა პანდემიიდან გამომდინარე მოკრძალებულად და რეგულაციების სრული დაცვით განხორციელდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს