„შემოდგომის ზეიმი“​ ალპანის საჯარო სკოლაში
05-11-2021
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის საჯარო სკოლაში მშობლებისა და პედაგოგების ერთობლივი პროექტი - „შემოდგომის ზეიმი“ გაიმართა.

ღონისძიების ავტორი დაწყებითი, კლასების პედაგოგი მანანა ქარსელაძე გახლავთ.

აქტივობით კმაყოფილი და ბედნიერები არამხოლოდ მოსწავლეები დარჩნენ, არამედ თავად მათი მშობლები და მასწავლებლებიც.

„სკოლაში შემოდგომის ერთი დღე გავალამაზეთ შემოდგომის ფერებით - „თბილია ეს ნოემბერი თბილ შემოდგომას გვიქსოვს“. ჩვენ გვყავს შესანიშნავი მშობლები და პედაგოგები! ერთი მიზანი და ნება გვაერთიანებს მომავალი თაობა უპირველესად იყოს სითბოთი, სიყვარულით და სათნოებით სავსენი, ყოველივეს ჩვენი ურთიერთპატივისცემის, ურთიერთსიყვარულისა და თბილი დამოკიდებულებებით და ურთიერთობით, უსწავლელად ისწავლიან! ამის დასტური იყო მშობლებისა და პედაგოგების ერთობლივი ძალისხმევით მომზადებული პროექტი - „შემოდგომის ზეიმი“. ერთად ამოვავლეთ ჩურჩხელები, მოვამზადეთ ფელამუში, ფერადი ფოთლებით შექმნით ლამაზი აპლიკაციები და მოვაწყვეთ გამოფენა; წარმოვადგინეთ ლიტერატურული კომპოზიცია - „ლამაზია შემოდგომა“, გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები! უპირველესად მადლობა თქვენ მშობლებო! მადლობა ამ პროექტის ავტორს, დაწყებითი კლასების მანანა ქარსელაძეს. მადლობა პროექტში ჩართულ პედაგოგებს და თითოეულ მოსწავლეს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203