სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ მოსწავლეები თბილისობის დღესასწაულს მიძღვნილ ღონისძიებაზე ლიტერატურული კომპოზიციით - „მე მიყვარს საქართველო“ წარდგნენ
05-11-2021
სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას“ მოსწავლეებმა თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ლიტერატურული კომპოზიცია წარადგინეს. კომპოზიციის ავტორი პედაგოგი დარეჯან ცხომარია გახლავთ.

„2021 წლის 31 ოქტომბერს, მოსწავლეებმა მერაბ ბერძენიშვილის სახელობის საერთაშორისო კულტურულ ცენტრ „მუზაში“ წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია - „მე მიყვარს საქართველო“, რომელიც თბილისობის დღესასწაულს ეძღვნებოდა (კომპოზიციის ავტორი სკოლა-ლიცეუმ „ცოდნის“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დარეჯან ცხომარია). მოსწავლეებმა ემოციურად წაიკითხეს ქართველი პოეტების: ლადო ასათიანის, მუხრან მაჭავარიანის, მურმან ლებანიძის, შოთა ნიშნიანიძის ლექსები. კომპოზიცია დასრულდა ილია ჭავჭავაძის პოემა „აჩრდილის“ ეპიზოდით - „დედავ ღვთისაო“, რომელიც დიდი მხატვრული ოსტატობით წაიკითხა სკოლა-ლიცეუმის მეშვიდე კლასის მოსწავლე ნიკოლოზ პაპიაშვილმა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203