ქუთაისის N40 საჯარო სკოლის ეზოში მოსწავლეებმა ​მარადმწვანე მცენარეები დარგეს
04-11-2021
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში პროექტი - „ჯანსაღი ცხოვრება“ გრძელდება. სკოლის მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად მუდამ ზრუნავენ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია გასწიონ.

ამჯერადაც, სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა სკოლის ეზოში მარადმწვანე მცენარეები დარგეს.

„გრძელდება სასკოლო პროექტი - „ჯანსაღი ცხოვრება“. ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი აზა ჯამბურიძე) ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით სკოლის ეზოში დარგეს მარადმწვანე მცენარეები, რითაც მოკრძალებული წვლილი შეიტანეს ბუნების გამწვანებაში“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203