„ამას ჩვენი დალოცვილი შემოდგომა ჰქვია“ - გორგაძეების საჯარო სკოლის მეორეკლასელთა ლამაზი ღონისძიება
04-11-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გორგაძეების საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ მარინა ქათამაძის ხელმძღვანელობით შემოდგომის ზეიმი - „ამას ჩვენი დალოცვილი შემოდგომა ჰქვია“, გამართეს.
ქვეყანაში შექმნილი პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე ღონისძიება მოკრძალებული იყო, თუმცა ძალიან ლამაზი და შთამბეჭდავი.
მოსწავლეები ღონისძიებაში დიდი ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ მიერ წარმოთქმულ ლექსებსა და სიმღერებში თითოეული მათგანის ნიჭიერება და მონდომება გამოსჭვიოდა.
„გორგაძეების საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა მარინა ქათამაძის ხელმძღვანელობით შემოდგომის ზეიმი გამართეს. დღეს, პანდეემიის პირობებში, მოკრძალებული, მაგრამ შესანიშნავი ღონისძიების მომსწრენი გავხდით, „ამას ჩვენი დალოცვილი შემოდგომა ჰქვია“, ასე ერქვა მე-2 კლასის მიერ მომზადებულ ფერადოვან ზეიმს, რომელიც კლასის ხელმძღვანელმა, მარინე ქათამაძემ შემოგვთავაზა. შემოდგომაზე მიძღვნილ თითოეულ ლექსსა და სიმღერაში ჩანდა მასწავლებლისა და მოსწავლეების კრეატიულობა, შრომა, მონდომება და რაც მთავარია სილამაზე. მადლობა მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებელს ამ სიამოვნებისა და ფერადოვნებისათვის“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს