„თუ რეგულაციებს დაიცავ, სკოლაში უსაფრთხოდ იქნები“ - არმენაკ ფოლორჩიანი,  კუმურდოს საჯარო სკოლის დირექტორი
04-11-2021

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოს საჯარო სკოლაში 280 მოსწავლე სწავლობს, მრავალრიცხვოვნობის  მიუხედავად სკოლა რეგულაციების დაცვით ახერხებს, რომ სასწავლო პროცესი შეუფერხებლად, დასწრებულ რეჟიმში წარმართოს.

სკოლის დირექტორი არმენაკ ფოლორჩიანი Etaloni.ge-ს უზიარებს გამოცდილებას, რითაც ახერხებს, რომ სკოლაში ბავშვებმა შეუფერხებლად ისწავლონ:

„დასწრებულ რეჟიმში სასწავლო პროცესი 4 ოქტომბერს დავიწყეთ და  ყველანაირად მომზადებული შევხვდით. მას შემდეგ უკვე ერთი თვეა შეუფერხებლად მიმდინარეობს სწავლა, არანაირი პრობლემა არ გვქონია, მათ შორის არც  სკოლის პერსონალთან  და მასწავლებლებთან. მოსწავლეებთან იყო ვირუსების გამოვლენის მცირედი შემთხვევები, მაგრამ საბედნიეროდ კოვიდი არავის დაგვდასტურებია. შესაბამისად არც  იმის საჭიროება ყოფილა, რომ ონლაინ რეჟიმს დავბრუნებოდით და ღმერთმა ქნას, ასე გაგრძელდეს. განათლების ხარისხზე ონლაინ სწავლება ცუდად აისახება. ჩართვას კი ახერხებენ, უბრალოდ ეს პროცესი მაინც სირთულეს უკავშირდება. 280 მოსწავლე გვყავს სკოლაში, მასწავლებლების უმრავლესობაც ვაქცინირებულია, 14 დღეში ერთხელ ჩვეულებრივად გავდივართ ტესტირებას, რეკომენდაციებს ვითვალისწინებთ.  თუ რეგულაციებს დაიცავ, სკოლაშიც უსაფრთხოდ იქნები და ეს პრაქტიკამ ძალიან კარგად აჩვენა“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203