ჯგალის თემის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს
04-11-2021

კალისტრატე სალიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს. 

პედაგოგმა მოსწავლეებს სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობები და სხვადასხვა სასწავლო რესურსი შესთავაზა. 

მოსწავლეები სასწავლო პროცესში ინტერესით ჩაერთვნენ, იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

​„განსხვავებული მხიარულებითა და შემართებით შევეგებეთ ანბანის დიდებულებას. გილოცავთ, ჩემო პატარებო, თვალხატულა გოგო-ბიჭებო, „ანი“-სა და „ინი“-ს სამყაროში შემობრძანებას, წარმატებული და კურთხეული იყოს ყოველი თქვენი ნაბიჯი!“,-აღნიშნავს მოსწავლეთა პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203